ქოუჩინგი პროფორიენტაციაში

თამარ კაჭარავა –ICF კარიერული ქოუჩი, პროფკონსულტანტი

ყველა ადამიანი დაბადებიდან მთელი ცხოვრების მანძილზე განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს გადის: საბავშვო ბაღი, სკოლა, პროფესიული თუ უმაღლესი სასაწავლებელი, სამსახური, პროფესიული კურსები, ტრენინგები და ა.შ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური მოზარდი- ახალგაზრდებისთვის არის პროფესიის შერჩევის ეტაპი, რომელიც 16-18 წლის ასაკში აქტულური ხდება არა მხოლოდ აბიტურიენტისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის. 

სრულად ნახვა

რომ გაიზრდები, რა უნდა გამოხვიდე VS რა გინდა, რომ გამოხვიდე ?

თინათინ ქაროსანიძე
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

ბავშვობაში ალბათ ყველასთვის უკითხავთ: დიდი რომ გაიზრდები, რა უნდა გამოხვიდე? პასუხები სხვადასხვა პერიოდში იცვლებოდა: კოსმონავტი, მეხანძრე, მომღერალი, პოლიციელი, ექიმი და აშ. თუმცა არის ისეთი სასურველი პროფესიები, რომელიც ყველა დროში ერთნაირად სასურველია ბავშვისთვის. ადამიანები იზრდებიან და ბავშვობის საოცნებო პროფესია გაზრდასთან ერთად დავიწყებას მიეცემა. ადამიანები იზრდებიან და ისეთ პროფესიას ეძებენ, რომელიც მეტი ფულის გამომუშავების საშუალებას მისცემს.

სრულად ნახვა

ოცნებიდან წარმატებისკენ – ნინი ჩიკვილაძე

მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც სავარცხლით სარკის წინ ვდგებოდი და თავს ჟურნალისტად წარმოვიდგენდი. სავარცხელი მიკროფონის ფუნქციას ასრულებდა. მინდოდა სასწრაფოდ გავზრდილიყავი, რომ ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა და მიზნისთვის მიმეღწია. მიზანი კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მუშაობა იყო. ამ გადასახედიდან, მართლაც, ძალიან სწრაფად გავიდა დრო და ჩავაბარე კიდეც ჟურნალისტიკაზე. ბედნიერი ვიყავი, რომ იმ უნივერსიტეტში მოვხვდი, სადაც მინდოდა და ვთვლიდი, რომ აი, სადაც არის, სავარცხელი ნამდვილ მიკროფონად გადაიქცევა თქო.

ვერ ვიტყვი, რომ მარტივი აღმოჩნდა…

სრულად ნახვა

პროფესიის ცნობიერი არჩევანი – ნიკა ჩიხრაძე

ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდანვე უჩნდებათ კითხვა – ვინ უნდა გახდნენ? რა პროფესიას დაუკავშირონ ცხოვრება? რა საქმიანობა უნდა იყოს მათი ყოველდღიურობის უდიდესი ნაწილი? ეს კითხვები განსაკუთრებით სკოლის ბოლო კლასებში იჩენს თავს ჩვენთან, საქართველოში. ზუსტად ასეთი მდგომარეობაში ვიყავი თინეიჯერობის ასაკიდან – ჩემ გარშემო ყველა ისეთ კითხვებს მისვამდა საკუთარი გეზის, მიზნების შესახებ, თითქოს მათზე პასუხი 15 წლის ადამიანს დაზუსტებით და დანამდვილებით უნდა მცოდნოდა.

სრულად ნახვა

წარმატებული გასროლის შანსი – ელენე გალდავა

„წარმატებულად გასროლის შანსის ასივე პროცენტს დაკარგავ, თუ საერთოდ არ გაისვრი“ – ვაინ გრეცკი

რას ნიშნავს თქვენთვის პროფესია? რასთან ასოცირდება ის? იქნებ, ნათელ, წარმატებულ, ლაღ და ბედნიერებით სავსე მომავალთან? დიახ, სწორედ ასეთი მნიშვნელობა აქვს პროფესიას თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. აკეთო ის,რაც გიყვარს, გსიამოვნებს -სწორედ ეს გვმატებს ცხოვრების ხალისსა და მოტივაციას. მე არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ. პირველ რიგში, ვარ პიროვნება, რომელმაც სწორი არჩევანი გააკეთა,

სრულად ნახვა

ჩემი ოცნების პროფესია – მასწავლებელი – ნინო ჯაიანი

რა პროფესია ავირჩიო? როგორ ავირჩიო სწორად? რა მინდა ვაკეთო? რა შემიძლია? რა მჭირდება? ვის დავუჯერო? რა მაინტერესებს? და თუ არაფერი მაინტერესებს?! მთხოვეს, რჩევა მიეცი მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიასო, მე კიდევ კითხვები დავახვავე…

იცით, რატომ გადავწყვიტე, თავი ამ მოზარდების ადგილას წარმოვიდგინო, უფრო სწორად, გავიხსენო, რას ვფიქრობდი, რას განვიცდიდი, რა კითხვები მიჩნდებოდა, ვის მივმართავდი რჩევისთვის…

სრულად ნახვა

ცეკვა, როგორც ცხოვრების განუყოფელი ნაწილი – ანა ქორიძე

რაც თავი მახსოვს, შინ მუდმივად ვცეკვავდი. „გააჩერეთ ეს ბავშვი!” „როდემდე უნდა იტრიალო?!” „თავბრუ არ გეხვევა?” – სულ მსგავსი ფრაზები ტრიალებდა ჩემთან ერთად. მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, ეს თავბრუდამხვევი ცხოვრება ჩემს პროფესიად თუ გადაიქცეოდა.

18 წლის ასაკში იურიდიულზე ჩავაბარე, პროკურორობა მინდოდა. ძალიან მაინტერესებდა და კარგადაც ვსწავლობდი. იმ დროს უკვე მყარად მქონდა გადაწყვეტილი, ცეკვა ჩემთვის უბრალო ჰობი ყოფილიყო. სისხლის სამართლის კოდექსით ხელში უნივერსტეტის ეზოში ვიდექი, როდესაც ჩემი ცხოვრების ახალმა ეტაპმა ტელეფონზე დამირეკა და დიახ, შეცვალა ჩემი მომავალი.

სრულად ნახვა

პროფესიული არჩევანი – მიზანი და პასუხისმგებლობა – რეზი კვანტალიანი

კარიერაზე ფიქრი დავიწყე მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასში, როცა უკვე კონკრეტულად უნდა ამერჩია, რისი გაკეთება მომანიჭებდა სიამოვნებას მთელი ცხოვრების განმავლობაში. დადგა ყველაზე რთული და საპასუხიმგებლო ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. ოჯახიდან დასაქმებული იმ დროს იყო მხოლოდ დედაჩემი, რომელიც მუშაობდა ერაყში საკმაოდ რთულ პირობებში იმისათვის, რომ ვყოფილიყავი უზრუნველყოფილი ყველაფრით.

სრულად ნახვა