ოცნებიდან წარმატებისკენ – ნინი ჩიკვილაძე

მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც სავარცხლით სარკის წინ ვდგებოდი და თავს ჟურნალისტად წარმოვიდგენდი. სავარცხელი მიკროფონის ფუნქციას ასრულებდა. მინდოდა სასწრაფოდ გავზრდილიყავი, რომ ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა და მიზნისთვის მიმეღწია. მიზანი კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მუშაობა იყო. ამ გადასახედიდან, მართლაც, ძალიან სწრაფად გავიდა დრო და ჩავაბარე კიდეც ჟურნალისტიკაზე. ბედნიერი ვიყავი, რომ იმ უნივერსიტეტში მოვხვდი, სადაც მინდოდა და ვთვლიდი, რომ აი, სადაც არის, სავარცხელი ნამდვილ მიკროფონად გადაიქცევა თქო.

ვერ ვიტყვი, რომ მარტივი აღმოჩნდა…

სრულად ნახვა

ჩემი ოცნების პროფესია – მასწავლებელი – ნინო ჯაიანი

რა პროფესია ავირჩიო? როგორ ავირჩიო სწორად? რა მინდა ვაკეთო? რა შემიძლია? რა მჭირდება? ვის დავუჯერო? რა მაინტერესებს? და თუ არაფერი მაინტერესებს?! მთხოვეს, რჩევა მიეცი მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიასო, მე კიდევ კითხვები დავახვავე…

იცით, რატომ გადავწყვიტე, თავი ამ მოზარდების ადგილას წარმოვიდგინო, უფრო სწორად, გავიხსენო, რას ვფიქრობდი, რას განვიცდიდი, რა კითხვები მიჩნდებოდა, ვის მივმართავდი რჩევისთვის…

სრულად ნახვა

ცეკვა, როგორც ცხოვრების განუყოფელი ნაწილი – ანა ქორიძე

რაც თავი მახსოვს, შინ მუდმივად ვცეკვავდი. „გააჩერეთ ეს ბავშვი!” „როდემდე უნდა იტრიალო?!” „თავბრუ არ გეხვევა?” – სულ მსგავსი ფრაზები ტრიალებდა ჩემთან ერთად. მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, ეს თავბრუდამხვევი ცხოვრება ჩემს პროფესიად თუ გადაიქცეოდა.

18 წლის ასაკში იურიდიულზე ჩავაბარე, პროკურორობა მინდოდა. ძალიან მაინტერესებდა და კარგადაც ვსწავლობდი. იმ დროს უკვე მყარად მქონდა გადაწყვეტილი, ცეკვა ჩემთვის უბრალო ჰობი ყოფილიყო. სისხლის სამართლის კოდექსით ხელში უნივერსტეტის ეზოში ვიდექი, როდესაც ჩემი ცხოვრების ახალმა ეტაპმა ტელეფონზე დამირეკა და დიახ, შეცვალა ჩემი მომავალი.

სრულად ნახვა