image
image

ჩვენი ხედვა

„პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრი” – ეს არის არაფორმალური განათლების თანამედროვე პლატფორმა: პიროვნული უნარების, მახასიათებლების და ინტერესების დიაგნოსტირების ინოვაციური ინსტრუმენტების პროვაიდერი სივრცე.

დღესდღეობით თვითშემეცნების, პიროვნული რეალიზებისათვის, პროფესიული წარმატების მისაღწევად სულ უფრო აქტუალური ხდება არაფორმალური განათლება, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუციაში მიღებულ ცოდნასთან ერთად,  დამატებითი უნარ-ჩვევების შეძენისა და საქმიანობის სათანადოდ დაგეგმვის  შესაძლებლობას იძლევა.

ჩვენი მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ ნებისმიერ მსურველს აირჩიოს ან შეიცვალოს პროფესია თავისი მიდრეკილებების, ინტერესების, შესაძლებლობების, შრომითი ბაზრის მოთხოვნების, განვითარების პერსპექტივების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

ჩვენ ვაწვდით ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს ცოდნას პიროვნული ზრდის და პროფესიული დამკვიდრების მნიშვნელობაზე და ვუქმნით ყოველგვარ პირობას საბოლოო გადაწყვეტილების დამოუკიდებლად და გაცნობიერებულად მისაღებად.

ჩვენ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გთავაზობთ უნიკალურ და ინოვაციურ ინსტრუმენტს – „პროფესიული ორიენტაციის ტესტი და პროფესიული კონსულტირება“, – რომელიც გულისხმობს ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებლების, შინაგანი მისწრაფებების, რესურსების, უნარ-ჩვევების გამოკვლევას; მიღებული შედეგის საფუძველზე, კვალიფიციურ პროფკონსულტირებას პროფესიისა და ცხოვრებისეული საქმიანობის არჩევაში, რაც წარმატებისა და ბედნიერების წინაპირობაა.

ჩვენ, პროფესიული გზამკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ასავე გთავაზობთ საავტორო, შემეცნებით, შემოქმედებით პროგრამებში მონაწილეობას, სადაც შეძლებთ საჭირო და სასურველი ფსიქო-სოციალური უნარების  და კომპეტენციების შეძენასა და განვითარებას.

„პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრში” თქვენ შეძლებთ საკუთარი რესურსების მობილიზებას, მიზნების იდენტიფიცირებას, ცოდნის და კომპეტენციების გამოყენებით კომპლექსურ მოთხოვნებსა და გამოწვევებთან გამკლავებას როგორც შრომის ბაზარზე, ასევე – ყოველდღიურ ცხოვრებაში .

ixileT

ჩვენი პრომო