ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ

“თქვენ არასოდეს გექნებათ მეორე შანსი მოახდინოთ პირველი შთაბეჭდილება”
                                                                                           კოკო შანელი

საკუთარი პიროვნული თვისებების და პროფესიული უნარების პრეზენტაციის გარეშე ვერ ჩაივლის ვერც ერთი ურთიერთქმედება ადამიანებს შორის. ჩვენ თავის წარდგენას ვიწყებთ ჯერ კიდევ, სანამ ურთიერთობა დაიწყება და ხშირად ეს სრულიად არაცნობიერად ხდება.
ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის მეშვეობით ჩვენ თანამოსაუბრეს გადავცემთ ფართო სპექტრის ინფორმაციას ჩვენ შესახებ.
საკუთარი თავის სწორი პრეზენტაცია არის წარმატების და აღიარების გასაღები იმ სოციუმში, რომელზეც თქვენ ორიენტირდებით. სწორედ თვითპრეზენტაცია განსაზღვრავს იმ საქმეების და მოვლენების წარმატებას თუ წარუმატებლობას, რის გამოც ეცნობით ადამიანებს, ხარჯავთ თქვენს დროსა და რესურსებს მათთან კომუნიკაციის დროს.
თვითპრეზენტაცია ერთერთია იმ უნართაგან, რაც მომავლის ადამიანის ფორმირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თვითპრეზენტაციის უნარი გვჭირდება მეგობრებთან, საკლასო ოთახში, დიდ აუდიტორიებში, სამუშაო გარემოში და ნებისმიერ ვითარებაში სადაც გვინდა საზოგადოებამ დაგვინახოს და მიგვიღოს ისე და ისეთად როგორც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი.

ჩვენი ტრენინგის – „ნება მომეცით, წარმოგიდგეთ!“ მიზანია მონაწილეების თვითპრეზენტაციის უნარის გამოსავლენად და განსავითარებლად ხელშემწყობი და სანდო გარემოს შექმნა;

ვისთვის არის სასარგებლო ტრენინგი?

მათთვის, ვისაც სურს:
• იყოს თავდაჯერებული აუდიტორიის წინაშე;
• არავერბალური კომუნიკაციის ინსტრუმენტების დახვეწა (ჟესტები, მიმიკა, პოზა);
• შეიტყოს, როგორ შექმნას საკუთარი თავის მიმზიდველი იმიჯი და სიმპათია აღძრას თანამოსაუბრეში;
• თანამოსაუბრის არავერბალური, სხეულის ენის გაგება;
• პრეზენტაციის ტექსტების მომზადება და რეპეტიციის გავლის უნარების შეძენა;
• ტექნიკების დამუშავება საჯარო გამოსვლისა და სცენის შიშის დასაძლევად;

სამუშაო თემები:
• იმიჯის ფორმირება;
• ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის თავისებურება;
• ინფორმაციის გადმოცემისა და მიწოდების ალგორითმი;
• აუდიტორიაში ინტერესის ფორმირება და მისი შენარჩუნება;
• სცენის შიში – მითი თუ რეალობა?!;
• ცნობილი გამომსვლელების ეფექტიანი პრეზენტაციების საიდუმლოებანი.

სამუშაო ფორმატი:
⮚ მუშაობა საერთო წრეზე,მცირე ჯგუფებში და წყვილებში;
⮚ ენერჯაიზერები და სახალისო თამაშები;
⮚ მამოტივირებელი, თემატური მინი-ვიდეოები;
⮚ მინი-ლექციები და ინტერაქციული პრეზენტაციები;
⮚ როლური და სიმულაციური გათამაშებები და მიღებული გამოცდილების განხილვა;
⮚ ინდივიდუალური დავალებები, თვითჩაღრმავება და რეფლექსია.

ტრენინგის შედეგად მონაწილეები:
• უკეთ აკონტროლონ საკუთარი ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
• ისწავლიან, როგორ შექმნან საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და თანამოსაუბრის სიმპატია და კეთილგანწყობა გამოიწვიოს
• გამოიმუშავოს თვითპრეზენტაციის და საჯარო გამოსვლების ინსტრუმენტები
• უფრო თამამად იგრძნოს თავი ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს.
• შეძლონ წარმოაჩინონ საკუთარი თავი სასურველი კუთხით ნებისმიერ გარემოსა და ვითარებაში.
• ტრენინგის ბოლოს, ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

--

დატოვე კომენტარი