ჟურნალისტი

ჟურნალისტი

საქმიანობის სფერო

ხელოვნება, დიზაინი, გართობა, მასმედია

 

საქმინობის სახე

ტექსტური ინფორმაციის გაანალიზება და ორგანიზება, ადამიანებთან კომუნიკაცია

 

მოკლე აღწერილობა

ჟურნალისტები აშუქებენ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. ჟურნალისტის საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებასთან. ჟურნალისტი ინფორმაციას ეძებს მოვლენებზე დაკვირვების, ღონისძიებების მონაწილეებთან და ექსპერტებთან გასაუბრების, სხვადასხვა დოკუმენტებისა და არქივების შესწავლით. ჟურნალისტმა ასევე გულდასმით უნდა შეისწავლოს შეგროვებული მასალა, გააანალიზოს იგი, შეადაროს ყველა მოპოვებული მონაცემი და ფაქტი და მხოლოდ ამის შემდეგ ამზადებს ჟურნალისტი სტატიას, რომელიც გამოქვეყნდება გაზეთში, ჟურნალში ან ინტერნეტში, ან რეპორტაჟს, რომელსაც რადიოში მოვისმენთ ან ტელევიზორში ვიხილავთ.

 

ჟურნალისტები აშუქებენ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს: პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტმა შეძლოს ინფორმაციის არა მხოლოდ თანმიმდევრულად და კომპეტენტურად, არამედ მკაფიოდ წარმოჩენა, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს მკითხველთა და მსმენელთა ფართო აუდიოტორიისთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია ინფორმაციის საინტერესოდ წარმოჩენა. შესაბამისად, ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს მდიდარი ლექსიკა, ერუდიცია და შემოქმედებითი აზროვნება. ჟურნალისტი ასევე უნდა იყოს კომუნიკაბელური და შეძლოს საუბრის კომპეტენტურად აგება, რათა მინიმალური კითხვებით მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია.

 

 

განათლების მიმართულება:

საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაციები, ჟურნალისტიკა

 

უმაღლესი სასწავლებლები: დიახ

პროფესიული სასწავლებლები: არა

 

 

სამუშაო მოვალეობები:

 

  • ინფორმაციის მოძიება, წყაროების კვლევა და ანალიზი.
  • სტატიების, რეპორტაჟებისა და სხვა ჟურნალისტური მასალის მომზადება.
  • ინტერვიუების ჩატარება და რესპონდენტებთან კომუნიკაცია.
  • ახალი ამბების სწრაფი და ზუსტი გაშუქება.
  • მიმდინარე მოვლენების მონიტორინგი და ანალიზი.
  • ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტების დაცვა.

 

სად დავსაქმდები:

 

  • მედია: გაზეთები, ჟურნალები, რადიო, ტელევიზია, ონლაინ გამოცემები
  • გამომცემლობები
  • საინფორმაციო სააგენტოები

საჭირო კომპეტენციები:

 

  • აქტიური მოსმენის და კომუნიკაციის წარმოების უნარი
  • კრეატიულობა: პრობლემების ახალი, არასტანდარტული გადაწყვეტილებების პოვნის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება: მიზეზ-შედეგობრივი კავშირების იდენტიფიცირების უნარი
  • ინფორმაციასთან მუშაობა: საჭირო ინფორმაციის მოძიების, მოწოდებული მასალების გაგების უნარი

 

 

 

პროფესიის დადებითი მხარეები:

 

  • ინტელექტუალური განვითარება: ჟურნალისტი მუდმივად ეცნობა ახალ თემებს და სწავლობს სხვადასხვა სფეროს.
  • მრავალფეროვანი სამუშაო: პროფესია მოიცავს მრავალფეროვან დავალებებს და არასდროს არის მონოტონური.
  • კარიერული შესაძლებლობები: ჟურნალისტებს შეუძლიათ მუშაობა ადგილობრივ ან საერთაშორისო მედიაში, ასევე დამოუკიდებელ პროფესიონალებად.
  • საზოგადოებრივი გავლენა: ჟურნალისტი მონაწილეობს ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.
  • მოგზაურობის შესაძლებლობა: ბევრი ჟურნალისტისთვის პროფესია მოიცავს საინტერესო ადგილებში მოგზაურობას და მოვლენების ადგილზე გაშუქებას.
  • შემოქმედებითი მუშაობა: ჟურნალისტი იყენებს თავის უნარებს, იდეებს და კრეატიულობას რეპორტაჟების შექმნის პროცესში.

 

 

 

პროფესიის უარყოფითი მხარეები:

 

  • მაღალი სტრესი და დროის შეზღუდვა: ახალი ამბების დროულად გაშუქების საჭიროება შეიძლება იყოს სტრესული და მოითხოვდეს დიდ ძალისხმევას.
  • არასტაბილური სამუშაო გარემო: ჟურნალისტიკის სფეროში ხშირად არის დიდი კონკურენცია და არასტაბილური შემოსავალი.
  • საფრთხეები და რისკები: ზოგიერთი ჟურნალისტი მუშაობს საფრთხის შემცველ გარემოში, როგორიცაა საომარი ზონები ან კონფლიქტური რეგიონები.
  • დროის მართვის სირთულე: ჟურნალისტები ხშირად მუშაობენ არასტანდარტულ საათებში, რაც ზღუდავს პირადი ცხოვრების დროს.
  • კრიტიკის რისკი: საზოგადოებისა და სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფების კრიტიკა შეიძლება ფსიქოლოგიურად დამთრგუნველი იყოს.
  • ეთიკური გამოწვევები: ჟურნალისტს ხშირად უწევს რთული ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება, რაც პასუხისმგებლობის მაღალი დონით არის გამოწვეული.

სად ვისწავლი?

2

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი.

საკონტაქტო ნომერი.:

+995 32 2 250 484

2

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, კოსტავას 77

საკონტაქტო ნომერი:

(+995 32) 2 77 11 11

2

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35

საკონტაქტო ნომერი:

+995(422) 27–17–80

2

საქართველოს უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა 1.

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 2 552 222

2

კავკასიის უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, გიორგი სააკაძის 1.

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 2 377 777

2

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, 2,

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 2 800 064

2

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, წინანდლის ქუჩა 9

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 900 000

2

წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #53ა

საკონტაქტო ნომერი:

+995 551 48 00 05

2

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, ჩარგლის ქ. 73

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 022 115

2

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 25

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 25 36 77

2

ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ხიჭაური, აჭარა

საკონტაქტო ნომერი:

+995 597 67 64 39

2

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, ირინა ენუქიძის 3

საკონტაქტო ნომერი:

+995 32 238 44 06

2

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 19

საკონტაქტო ნომერი:

 + 995 32 2 999 411

2

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი

საიტზე გადასვლა

ქ. ბათუმი ზურაბ გორგილაძის/ვაჟა ფშაველას ქ.№19/32

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

info@batu.edu.ge