დიპლომატი (საერთაშორისო ურთიერთობები)

საქმიანობის სფერო
საჯარო სამსახური, არაკომერციული ორგანიზაციები
საქმინობის სახე
მართვა, ხელმძღვანელობა, ორგანიზება
მოკლე აღწერილობა
დიპლომატია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც უცხო ქვეყნებთან ურთიერთობებში სახელმწიფოს მიზნების შესრულებას ემსახურება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დიპლომატია სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა და საგარეო ურთიერთობების ორგანოთა ოფიციალური საქმიანობაა, საგარეო-პოლიტიკური მიზნების განსახორციელბლად და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად საზღვრებს გარეთ.
დიპლომატია ხორციელდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ორმხრივი დიპლომატია გულისხმობს ურთიერთობას ორ სახელმწიფოს შორის. მრავალმხრივი დიპლომატია კი მოიცავს რამდენიმე ქვეყანას შორის ურთიერთობას.
დიპლომატების ამოცანაა განახორციელონ კომპლექსური საქმიანობა თავიანთი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით. დიპლომატები მოლაპარაკებებს აწარმოებენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, კომერციულ, საზოგადოებრივ, რელიგიურ და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან (როგორც საშინაო, ასევე უცხოური), აფორმებენ შეთანხმებებს, რომლებიც მაქსიმალურად აკმაყოფილებს მათი ქვეყნის საგარეო და შიდა ინტერესებს არსებული გარემოებების გათვალისწინებით.
დიპლომატებს აქვთ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული დიპლომატიური წოდება და აქვთ დიპლომატიური იმუნიტეტი. ერთ ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობა არ აღემატება 5 წელს; ამის შემდეგ დიპლომატს სამშობლოში იწვევენ და ახალ თანამდებობაზე ნიშნავენ. დიპლომატის სამსახური დიდ პასუხისმგებლობას და ძალიან სერიოზულ მოთხოვნებს უყენებს კანდიდატებს.
განათლების მიმართულება:
- დიპლომატია
- საერთაშორისო ურთიერთობები
უმაღლესი სასწავლებლები: დიახ
პროფესიული სასწავლებლები: არა
სამუშაო ვალდებულებები:
- მოლაპარაკებების წარმოება: სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან დისკუსიების გამართვა ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
- დოკუმენტაციის მომზადება: ოფიციალური დოკუმენტების, ხელშეკრულებების და კომუნიკაციების შედგენა.
- საელჩოს მართვა: ქვეყნის წარმომადგენლობა უცხოეთში და მოქალაქეების უფლებების დაცვა.
- კულტურული ურთიერთობების გაუმჯობესება: კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და ორმხრივი კავშირების გაძლიერება.
- კონფლიქტების მართვა: საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირებაში მონაწილეობა და დიალოგის ხელშეწყობა.
- ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი: პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოვლენების მონიტორინგი უცხოეთში.
სად დავსაქმდები:
- საგარეო საქმეთა სამინისტრო
- საერთაშორისო კორპორაციების PR სამსახურები
საჭირო კომპეტენციები:
- კონტაქტების დამყარება: სხვა ადამიანთან საერთო ენის ადვილად პოვნის უნარი
- მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი
- სისტემური აზროვნება
- ადაპტურობა
- ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ
- ზოგადი განათლება და ინტელექტი
- პასუხისმგებლობა
- შრომისმოყვარეობა
პროფესიის დადებითი მხარეები:
- პრესტიჟული პროფესია: დიპლომატი მაღალი სტატუსის პროფესიაა და მოითხოვს ინტელექტუალურ და პროფესიულ უნარებს.
- გლობალური სამუშაო გარემო: პროფესია მოიცავს საერთაშორისო საქმიანობას და შესაძლებლობას მოგზაურობისთვის მსოფლიოს მასშტაბით.
- კულტურული მრავალფეროვნება: დიპლომატები ხშირად მუშაობენ მრავალკულტურულ გარემოში და სწავლობენ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებსა და ენებს.
- მუდმივი განვითარება: დიპლომატი უწყვეტად უნდა ეუფლებოდეს ახალ უნარებს, რაც პიროვნულ და პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს.
- კონტაქტების ფართო ქსელი: დიპლომატიური საქმიანობა ხელს უწყობს კონტაქტების დამყარებას მაღალი რანგის პირებთან და საერთაშორისო საზოგადოებაში.
- მნიშვნელოვანი გავლენა: დიპლომატებს შეუძლიათ აქტიურად ჩაერთონ მსოფლიო პოლიტიკასა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.
პროფესიის უარყოფითი მხარეები:
- სტრესული სამუშაო გარემო: მოლაპარაკებების დროს შესაძლოა ზეწოლა და მაღალი პასუხისმგებლობა ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილებების გამო.
- ხანგრძლივი სამუშაო საათები: დიპლომატებს ხშირად უწევთ არასტანდარტულ დროს მუშაობა, რაც გავლენას ახდენს პირად ცხოვრებაზე.
- მუდმივი გადაადგილება: დიპლომატიური მისია ხშირად გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის ხშირ ცვლილებას, რაც ოჯახურ ცხოვრებას ართულებს.
- პოლიტიკური დამოკიდებულება: პროფესია მოითხოვს პოლიტიკური მოვლენების სიღრმისეულ ცოდნას, რაც შეიძლება რთული იყოს მის ცვალებადობის გამო.
- ენერგიის დიდი დანახარჯი: მუდმივი კონცენტრაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა შეიძლება ფსიქოლოგიური გადაწვის მიზეზი გახდეს
- საფრთხეები საერთაშორისო არენაზე: ზოგიერთ შემთხვევაში, დიპლომატები შეიძლება აღმოჩნდნენ არასტაბილურ ან კონფლიქტურ რეგიონებში.
სად ვისწავლი?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი.
საკონტაქტო ნომერი.:
+995 32 2 250 484

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ი.ჭავაჭავაძის გამზირი
საკონტაქტო ნომერი:
+995 322 220 009

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, კოსტავას 77
საკონტაქტო ნომერი:
(+995 32) 2 77 11 11;

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59
საკონტაქტო ნომერი:
+995 431 240 036

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
საკონტაქტო ნომერი:
+995(422) 27–17–80

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 61
საკონტაქტო ნომერი:
+995 577 170 740

საქართველოს უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 552 222

კავკასიის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, გიორგი სააკაძის 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 377 777

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, 2,
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 800 064

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, წინანდლის ქუჩა 9
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 900 000

წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #53ა
საკონტაქტო ნომერი:
+995 551 48 00 05

თავისუფალი უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 240
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 200 901

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. 10
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 220 65 20

ჯიპა- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N22ა
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 249 75 00

სულხან-საბას ორბელიანის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა 3
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 242 22 42

ევროპის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი 76
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 000 171

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლათბილისი, შატილის ქ. #4
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 48 01 41

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ნ. ბოხუას ქ. 11
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 24 24 440

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ჩარგლის ქ. 73
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 022 115

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 25
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 25 36 77

Webster University Georgia
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, 82 ილია ჭავჭავაძის გამზირი
საკონტაქტო ნომერი:
+995 550 000 584

ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ჭყონდიდელის ქ. 56
საკონტაქტო ნომერი:
+995 595 07 44 06