ეკონომისტი

საქმიანობის სფერო
- ეკონომიკა, ფინანსები
- ბუღალტრული აღრიცხვა,
- დაზღვევა
საქმინობის სახე
- ტექსტური ინფორმაციის გაანალიზება და ორგანიზება
- კვლევის ჩატარება და გათვლების გაკეთება
- ანგარიშების მომზადება ან გეგმის შემუშავება ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად
- ეკონომიკური და სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება ეკონომეტრიკული მეთოდების გამოყენებით.
პროფესიის აღწერილობა
ეკონომისტის მთავარი ამოცანაა ორგანიზაციის ფულის ისე განაწილება, რომ მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური მოგება მიიღოს. ეკონომისტი აკვირდება როგორ და რაზე ხარჯავს კომპანია ფულს, წყვეტს სად დაზოგოს და როგორ გაანაწილოს დაზოგილი თანხა, რათა კომპანიამ არ გაწიოს უსარგებლო ხარჯები და გაზარდოს მოგებაგარდა ამისა, ეკონომისტის მუშაობა მოიცავს წარმოების სხვადასხვა ხარჯების დაანგარიშებას: რამდენი მუშა, ფული და მასალაა საჭირო, მაგალითად, თვითმფრინავის ასაშენებლად ან მთელი ქალაქი ელექტროენერგიით მომარაგებისთვის.
მოგების მიღების შემდეგ, ეკონომისტი ფიქრობს და ითვლის, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს კომპანიის თანხები, აფასებს ახალი პროექტების მომგებიანობას. კომპანიის ყველა შემოსავლისა და ხარჯის გაანალიზების შემდეგ, ეკონომისტმა უნდა შეაფასოს კომპანიის მუშაობა, ასევე შესთავაზოს ახალი გეგმა ორგანიზაციის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად.
ეკონომისტი ითვლის თანამშრომლების ხელფასებს, ასევე, რამდენად სჭირდება კომპანიას ან ორგანიზაციას ახალი თანამშრომლები, შეუძლია თუ არა კომპანიას აანაზრაუროს მათი სამუშაო. გარდა ამისა, ეკონომისტებს შეუძლიათ კონსულტაცია გაუწიონ კომპანიებსა და ინდივიდებს, თუ სად უნდა დააბანდონ თანხები მეტი მოგების მიღების მიზნით.
ვინაიდან ეკონომისტის სამუშაო დაკავშირებულია გამოთვლებთან, მნიშვნელოვანია, რომ შეძლო და გიყვარდეს ციფრებთან მუშაობა. ერთმა არასწორმა რიცხვმა შეიძლება გამოიწვიოს უზარმაზარი ზარალი, ამიტომ მნიშვნელოვანია ეკონომისტი იყოს ძალიან ყურადღებიანი, კეთილსინდისიერი და პასუხისმგებელობის მქონე ადამიანი.
ეკონომისტები დიდ დროს უთმობენ ანგარიშების და სხვადასხვა დოკუმენტების მომზადებას, ამიტომ ეკონომისტს დიდი ხნით უნდა შეეძლოს ერთფეროვანი საქმიანობა. საწარმოს წარმატების შეფასება მოითხოვს არა მხოლოდ სპეციალურ თეორიულ ცოდნას ეკონომიკაში, არამედ ანალიზისა და ლოგიკური აზროვნების კარგად განვითარებულ უნარებს. გარდა ამისა, ეკონომიკაში ვითარება მუდმივად იცვლება, ეკონომისტს სჭირდება მოქნილობა – ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების უნარი და აღმოცენებული პრობლემების გადაჭრის ახალი გზების ძიება.
განათლების მიმართულება:
ეკონომიკა
უმაღლესი სასწავლებლები: დიახ
პროფესიული სასწავლებლები: არა
სამუშაო აღწერილობა:
- ეკონომიკური ტენდენციების შესწავლა და პროგნოზირება.
- ფინანსური ანგარიშების, მონაცემებისა და ბიუჯეტების ანალიზი.
- რეკომენდაციების შემუშავება ბიზნესისა და სახელმწიფო პოლიტიკისთვის.
- ეკონომიკური მოდელების შემუშავება და ტესტირება.
- კვლევითი პროექტების შესრულება.
- დასკვნების წერა და პრეზენტაციის მომზადება.
ეკონომისტები მუშაობენ სხვადასხვა სექტორში, მათ შორის:
- საჯარო სექტორი (სახელმწიფო სამინისტროები და სააგენტოები)
- კერძო სექტორი (ბანკები, კომპანიები, კონსალტინგური ფირმები)
- საერთაშორისო ორგანიზაციები (World Bank, და სხვ.)
- აკადემიური დაწესებულებები და კვლევითი ინსტიტუტები.
პროფესიისთვის მნიშვნელოვანი უნარები:
- სისტემური აზროვნება: სიტუაციის სხვადასხვა კუთხით განხილვისა და ყველა შესაძლო პირობის გათვალისწინების მისწრაფება;
- ორგანიზებულობა: სამუშაოს ვადებში შესრულება, დროის მართვა;
- ყურადღება: ყურადღების კონცენტრირება დეტალებზე;
- ანალიტიკური აზროვნება: მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთკავშირების იდენტიფიცირების უნარი;
- ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება – ყველა შესაბამისი წყაროდან ინფორმაციის მოძიება და დაკვირვება, დაშიფვრა, კატეგორიზაცია, გამოთვლა, ცხრილების შედგენა, აუდიტი ან გადამოწმება.
სად დავსაქმდები:
როგორც წესი, ეკონომისტები მუშაობენ სხვადასხვა საწარმოების, ფინანსური და კომერციული საკონსულტაციო კომპანიების, საბიუჯეტო ორგანიზაციების, სამინისტროების, ბანკების, საინვესტიციო კომპანიებისა და ფინანსური ბირჟების, ასევე სადაზღვევო კომპანიების ეკონომიკური დაგეგმვის განყოფილებებში.
პროფესიის დადებითი მხარეები:
- მაღალი მოთხოვნა შრომის ბაზარზე: ეკონომისტები საჭირო არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და საერთაშორისო სექტორებში.
- მრავალფეროვანი კარიერული შესაძლებლობები: პროფესია გთავაზობთ სამუშაოს შესაძლებლობებს სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ფინანსურ ინსტიტუტებში, საგანმანათლებლო ინსტიტუციებში, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში.
- მაღალი ანაზღაურება: გამოცდილ ეკონომისტებს აქვთ მაღალი ანაზღაურება, განსაკუთრებით ფინანსურ და კონსალტინგურ სექტორებში.
- ინტელექტუალური საქმიანობა: ეკონომისტის მუშაობა მოითხოვს ანალიტიკურ აზროვნებას, რაც პროფესიის ინტელექტუალურ მხარეს საინტერესოს ხდის.
- გლობალურ ბაზარზე მუშაობის პერსპექტივა: ეკონომისტებს შეუძლიათ იმუშაონ საერთაშორისო პროექტებზე და გაერთიანდნენ გლობალურ სამუშაო გუნდებში.
- პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა: ეკონომისტები რეალურ გავლენას ახდენენ ეკონომიკური პოლიტიკის შექმნაზე და სოციალური პრობლემების გადაწყვეტაზე.
პროფესიის უარყოფითი მხარეები
- მაღალი კონკურენცია: პროფესია მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, რაც ზრდის კონკურენციას სამუშაო ბაზარზე.
- სტრესი და დატვირთულობა: ეკონომიკური ანალიზი ხშირად მოიცავს დიდ დატვირთვას და რთულ მონაცემებთან მუშაობას, რაც სტრესული შეიძლება იყოს.
- ცოდნის მუდმივი განახლება: ეკონომიკის სფერო მუდმივად იცვლება, რაც სპეციალისტს აიძულებს მუდმივად განაახლოს ცოდნა და გაიაროს ტრენინგები.
- მონოტონური სამუშაო პროცესები: მონაცემთა ანალიზი და მოდელირება ზოგჯერ შეიძლება იყოს ერთფეროვანი და განმეორებადი.
- მაღალი პასუხისმგებლობა: განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურ პროგნოზებს, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდნენ სახელმწიფო პოლიტიკასა და ბიზნეს გადაწყვეტილებებზე.
- შედეგების ხილვადობა: ეკონომისტების ბევრი პროექტი გრძელვადიან პერსპექტივას მოითხოვს, რაც შრომის შედეგების სწრაფად დანახვას ართულებს.
სად ვისწავლი?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი.
საკონტაქტო ნომერი.:
+995 32 2 250 484

კავკასიის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, გიორგი სააკაძის 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 377 777

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, 2,
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 800 064

საქართველოს უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 552 222

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, კოსტავას 77
საკონტაქტო ნომერი:
(+995 32) 2 77 11 11;

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59
საკონტაქტო ნომერი:
+995 431 240 036

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
საკონტაქტო ნომერი:
+995(422) 27–17–80

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 61
საკონტაქტო ნომერი:
995 577 170 740

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა 1
საკონტაქტო ნომერი:
+995 350 27 24 01

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. გორი, ჭავჭავაძის 53
საკონტაქტო ნომერი:
+995 370 272 413

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
საიტზე გადასვლაქ. ბათუმი, შ. რუსთაველის 53
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 288 73 37

ქუთაისის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, ა. წერეთლის ქ. 13
საკონტაქტო ნომერი:
+995 431 237 979

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. #113
საკონტაქტო ნომერი:
+995 365 221 990

სასწავლო უნივერსიტეტი "გეომედი"
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, მეფე სოლომონ II-ის ქუჩა №4
საკონტაქტო ნომერი:
+995 3 2 752 520