image

პროფესიული ორიენტაცია

გაიარე ტესტი აქ:  http://podic.ge/product/testing/

თითოეული ჩვენგანი ცხოვრების მანძილზე არაერთ მნიშვნელოვან  გადაწყვეტილებას იღებს. პროფესიის არჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია –  გვსურს, სამუშაო შეესაბამებოდეს ჩვენს ინტერესებსა და შესაძლებლობებს,  მუშაობის პროცესს ახლდეს სიამოვნება,  ამავდროულად, შრომა ღირსეულად ანაზღაურდეს.

„პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ შემოთავაზებული ფსიქოლოგიური ტესტირება „პროფესიული ორიენტაცია“ უფროსი კლასის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და სტუდენტებს დაეხმარება:

  • გამოავლინონ პროფესიული მიდრეკილებები;
  • გაეცნონ ტესტირების ინდივიდუალური შედეგების მიხედვით განსაზღვრულ პროფესიათა ჩამონათვალს და შეარჩიონ სასურველი;
  • გამოკვეთონ შერჩეული პროფესიისთვის საჭირო  უნარები და შესაძლებლობები;
  • შეარჩიონ სასურველი საშუალო-პროფესიული ან/და უმაღლესი სასწავლებელი;

“პროფესიული ორიენტაციის” ტესტის გავლა შესაძლებელია ონლაინ, შინიდან გაუსვლელად, თქვენთვის სასურველ დროს.  პროფკონსულტირებისას გათვალისწინებულ იქნება პერსონალურად თქვენთვის მისაღები ფორმატი:  skype; WhatsApp; Viber; Messenger; Zoom;

მომსახურების ღირებულებაა: 

ტესტი “პროფორიენტაცია” – 35 ლარი 

პროფესიული კონსულტირება – 100 ლარი

პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ პროფესიონალი, სერტიფიცირებული პროფკონსულტანტები დაგეხმარებიან უკეთ გაერკვეთ პროფესიულ არჩევანში, შეარჩიოთ უმაღლესი სასწავლებელი, საგანმანათლებლო პროფილი,  პროფესიული განვითარების მიმართულებები.

„პროფესიული ორიენტაციის“ გავლის  5 მარტივი ნაბიჯი:

  1. ჩვენს გვერდზე გაიარეთ რეგისტრაცია, შემდგომ ავტორიზაცია ტესტირებაზე; (მაქსიმუმ 3 წუთი);
  2. გადაიხადეთ მომსახურების საფასური  (მაქსიმუმ 3 წუთი);
  3. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო ონლაინ კომპიუტერული ტესტირების გასავლელად. (ტესტირების სავარაუდო დრო  – 1.5 საათი; ტესტირების გავლა შესაძლებელია მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობით);
  4. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო, ონლაინ პლატფორმა და ელ.ფოსტის მეშვეობით დაჯავშნეთ შეხვედრა ჩვენს სპეციალისტებთან; (მაქსიმუმ 5 წუთი)
  5. დანიშნულ დროს გამოდით კავშირზე ონლაინ, რათა პროფკონსულტანტთან ერთად განიხილოთ ტესტირების შედეგები და მიიღოთ პასუხი თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე; (კონსულტაცია გრძელდება საშუალოდ 1 საათი).

ონლაინ კონსულტაციის უპირატესობები:

  • არ გჭირდებათ შინიდან გამოსვლა, საკმარისია, გქონდეთ კომპიუტერი და ინტერნეტი;
  • შეგიძლიათ გაიაროთ ტესტი სასურველ დროს თქვენთვის ჩვეულ გარემოში;
  • ტესტირების შედეგებს მიიღებთ პროფკონსულტაციაზე;
  • პროფკონსულტანტთან საუბრისას, შეგიძლიათ განიხილოთ თქვენთვის საინტერესო ყველა საკითხი; (კითხვის დასმა შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს);
  • მიიღებთ სრულ იფორმაციას უმაღლესი სასწავლებლების, ფაკულტეტების, სპეციალობების შესახებ. სურვილის შემთხვევაში, პროფკონსულტანტი მოამზადებს თქვენთვის პრიორიტეტული ფაკულტეტების სიას;
  • ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ ჩვენს მომხმარებელს და ვცდილობთ კონსულტაციის შემდგომ ეტაპზეც დავუჭიროთ მათ მხარი. შეგიძლიათ დამატებით მიმართოთ ჩვენს პროფკონსულტანტს კონსულტაციის გავლიდან ერთი თვის განმავლობაში;
  • ონლაინ ტესტირების გავლის შემდგომ, პროფკონსულტანტთან შეხვედრის სასურველი ვადაა, ტესტირებიდან არაუგვიანეს ერთი კვირა.

პროფესიული ორიენტაციის და განვითარების საერთაშორისო ცენტრი“ ერთადერთი ინოვაციური პლატფორმაა, სადაც გამოიყენება ფსიქოლოგიური ტესტირება, რომელიც თქვენი პროფესიული არჩევანის სანდო გზამკვლევია.

ვისთან ხდება გასაუბრება?

რასაკვირველია, საუბრის მთავარი გმირი ეს სკოლის მოსწავლე, აბიტურიენტი ან სტუდენტია, რომელიც ირჩევს ან იცვლის პროფესიას. არასრულწლოვანი რესპონდენტის კონსულტირება ხდება მხოლოდ მშობლის თანხმობით და თანხლებით. სრულწლოვან რესპონდენტთან შეხვედრა წარმოებს სურვილისამებრ, მშობელთან ერთად ან მის გარეშე.

დაიწყე ტესტირება: www.podic.ge/product/testing