ფინანსური ანალიტიკოსი

საქმიანობის სფერო
ეკონომიკა, ფინანსები, ბუღალტერია, დაზღვევა
საქმინობის სახე
ტექსტური ინფორმაციის გაანალიზება და ორგანიზება, გათვლების გაკეთება
მოკლე აღწერილობა
ფინანსური ანალიტიკოსი არის სპეციალისტი, რომელიც აკონტროლებს ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობას. მისი მთავარი ამოცანაა ყველა შესაძლო რისკის შემცირება და კომპანიის მოგების გაზრდა.
სპეციალისტი აანალიზებს ორგანიზაციის ფინანსურ და ეკონომიკურ საქმიანობას (სად, რაზე და როგორ იხარჯება ფული) და აკეთებს პროგნოზებს, თუ როგორ იმოქმედებს გარკვეული ქმედებები კომპანიის მთლიან ფინანსურ მდგომარეობაზე (მაგალითად, რას გამოიწვევს ახალი მაღაზიის გახსნა, როგორ და რა პროდუქტის გაყიდვაა უმჯობესი). ის აფასებს ფინანსური მენეჯმენტის ეფექტიანობას და იძლევა რეკომენდაციებს მოგების გაზრდის მიზნით რისკებისა და ფინანსური ზარალის მინიმიზაციისას.
პროგნოზებისა და რეკომენდაციების გაკეთებისას ფინანსური ანალიტიკოსი არ შემოიფარგლება მხოლოდ საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ანალიზით. ეს სპეციალისტი ასევე იკვლევს გლობალურ ეკონომიკაში არსებულ სიტუაციას და ტენდენციებს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის ფინანსებზე.
გარდა ამისა, იგი ეწევა ფასიანი ქაღალდების ბაზრის კვლევას და ფასიანი ქაღალდების ყიდვის, გაყიდვის ან შენახვის რეკომენდაციების მომზადებას (რაში და როდის არის უკეთესი კომპანიის ფულის ინვესტირება მეტი მოგების მისაღებად).
განათლების მიმართულება:
ბიზნეისის ადმინისტრირება, ფინანსები, მათემატიკა
უმაღლესი სასწავლებლები: დიახ
პროფესიული სასწავლებლები: არა
სამუშაო მოვალეობები:
- ფინანსური ანგარიშგების და მონაცემთა ანალიზი.
- საინვესტიციო პორტფელების მართვა და ოპტიმიზაცია.
- ბაზრის ტენდენციების და ეკონომიკური ინდიკატორების ანალიზი.
- კომპანიებისთვის ბიზნესპროგნოზების შემუშავება.
- რისკების შეფასება და მართვა.
- რეკომენდაციების მიწოდება ინვესტორებისთვის და მენეჯმენტისთვის.
- ფინანსური მოდელების შექმნა და სირთულეებზე გადაწყვეტილებების შემოთავაზება.
საჭირო კომპეტენციები:
- სისტემური აზროვნება: სიტუაციის სხვადასხვა კუთხით განხილვის უნარი
- ანალიტიკური აზროვნება: მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობების იდენტიფიცირების უნარი
- ინფორმაციასთან მუშაობა: საჭირო ინფორმაციის მოძიების, მოწოდებული მასალების გაგების უნარი
- გონებამახვილობა: ბიზნესზე ფოკუსირების და ყურადღების კონცენტრირების უნარი
- ორგანიზაცია: დავალებების დადგენილ ვადებში შესრულება
სად დავსაქმდები:
- საინვესტიციო და ფინანსური კომპანიები
- სახელწიფო სტრუქტურები
- საბანკო სტრუქტურები
- საკონსულტაციო ფირმები
- საბროკერო ოფისები
- მსხვილი კორპორაციები
- ბიზნეს კომპანიები
პროფესიის დადებითი მხარეები
- მაღალი მოთხოვნა შრომის ბაზარზე: ფინანსური ანალიტიკოსების პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ფინანსურ და ეკონომიკურ სფეროებში.
- კარგი ანაზღაურება: პროფესია უზრუნველყოფს მაღალ შემოსავალს, განსაკუთრებით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ.
- კარიერული განვითარება: ანალიტიკოსს აქვს შესაძლებლობა დაწინაურდეს უფრო მაღალი პოზიციებზე, როგორიცაა ფინანსური მენეჯერი ან CFO.
- ინტელექტუალური საქმიანობა: ფინანსური ანალიზი მოითხოვს მონაცემებთან მუშაობას, რაც მუდმივ გამოწვევებსა და განვითარებას გულისხმობს.
- გლობალური მუშაობის შესაძლებლობა: პროფესია საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ საერთაშორისო ბაზრებზე ან გლობალურ კომპანიებში.
- მრავალფეროვანი გამოცდილება: ანალიტიკოსი მუშაობს სხვადასხვა ინდუსტრიაში, რაც მრავალფეროვან ცოდნას და გამოცდილებას უზრუნველყოფს.
პროფესიის უარყოფითი მხარეები
- სტრესი და დატვირთულობა: ფინანსური ანალიტიკოსების სამუშაო მოიცავს დიდ დატვირთვას და მკაცრ ვადებში მუშაობას, რაც შეიძლება სტრესული იყოს.
- დაუსრულებელი სწავლა: პროფესია მოითხოვს ცოდნის მუდმივ განახლებას ფინანსური ბაზრების და ეკონომიკური ტენდენციების მიმართულებაში.
- მონოტონურობა: გარკვეული პერიოდის შემდეგ, მონაცემთა ანალიზი შეიძლება გახდეს განმეორებადი და ერთფეროვანი.
- სამუშაო დრო: განსაკუთრებით საერთაშორისო პროექტებზე მუშაობისას, შესაძლებელია სხვადასხვა დროის სარტყელთან ადაპტაციის საჭიროება.
- მაღალი პასუხისმგებლობა: ფინანსურ ანალიზში დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება კომპანიას მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანოს, რაც ზრდის პასუხისმგებლობას.
- კონკურენცია: პროფესია განსაკუთრებით კონკურენტულია, რაც მოითხოვს მუდმივ შრომას და უნარების გაუმჯობესებას.
სად ვისწავლი?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი.
საკონტაქტო ნომერი.:
+995 32 2 250 484

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5; ი.ჭავაჭავაძის გამზირი
საკონტაქტო ნომერი:
+995 322 220 009

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, კოსტავას 77
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 77 11 11

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59
საკონტაქტო ნომერი:
+995 431 240 036

საქართველოს უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 552 222

კავკასიის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, გიორგი სააკაძის 1.
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 377 777

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, 2,
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 800 064

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
საკონტაქტო ნომერი:
+995 422 271 780

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას 61
საკონტაქტო ნომერი:
+995 577 170 740

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. 10
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 220 65 20

ალტე უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2
საკონტაქტო ნომერი:
+995 32) 2 40 29 46/48

თავისუფალი უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 240
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 200 901

წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #53ა
საკონტაქტო ნომერი:
+995 551 48 00 05

BTU-ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი N82
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 195 015

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი 5/7
საკონტაქტო ნომერი:
+995 577 477 197

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, წინანდლის ქუჩა 9
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 900 000

Webster University Georgia
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, 82 ილია ჭავჭავაძის გამზირი
საკონტაქტო ნომერი:
+995 550 000 584

აგრარული უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 240
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 200 901

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა 1
საკონტაქტო ნომერი:
+995 350 27 24 01

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. #113
საკონტაქტო ნომერი:
+995 365 221 990

ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლახიჭაური, აჭარა
საკონტაქტო ნომერი:
+995 597 67 64 39

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. გორი, ჭავჭავაძის 53
საკონტაქტო ნომერი:
+995 370 272 413

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ირინა ენუქიძის 3
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 238 44 06

ჯიპა- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N22ა
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 249 75 00

სულხან-საბას ორბელიანის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის ქუჩა 3
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 242 22 42

ევროპის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი 76
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 000 171

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლათბილისი, შატილის ქ. #4
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 48 01 41

თბილისის თავისუფალი აკადემია
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის 43
საკონტაქტო ნომერი:
+995 595 35 38 36

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ნ. ბოხუას ქ. 11
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 24 24 440

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. 14
საკონტაქტო ნომერი:
+995 598 14 24 30

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ჩარგლის ქ. 73
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 022 115

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 25
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 25 36 77

ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ჭყონდიდელის ქ. 56
საკონტაქტო ნომერი:
+995 595 07 44 06

მართვისა და კომუნიკაციებისა საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი 67
საკონტაქტო ნომერი:
995 558 19 81 98

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
საიტზე გადასვლაქ. ბათუმი, შ. რუსთაველის 53
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 288 73 37

ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში
საიტზე გადასვლათბილისი, ვეფხისტყაოსნის ქ. 92
საკონტაქტო ნომერი:
+995 032 200 12 44

საქართველოს სპორტის უნივერსიტეტი
საიტზე გადასვლაქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 49
საკონტაქტო ნომერი:
+995 32 2 560 501